დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთის დედაქალაქში ვიზიტი დაასრულა
ავტორი:
2014/მაისი/07 22:30:07
საბერძნეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთის დედაქალაქში სამდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ბოლო დღე, ქართველმა დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კირიაკოს გერონტოპულოსთან შეხვედრით დაიწყეს.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ ბერძენ დიპლომატს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ის გამოწვევები გააცნო, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე გააჩნია.
დეპუტატმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მიყვება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესს.
შეხვედრაზე ცალკე ყურადრება გამახვილდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტის, მაია ფანჯიკიძის ათენში ბოლო პერიოდში გამართულ ვიზიტზე და აღინიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები და საქართველოს საელჩოს ნაყოფიერი მუშაობა, ორი ქვეყნის ურთიერთობების გამყარებაზე დადებითად მოქმედებს.
როგორც შეხვედრის დასასრულს ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ევროკავშირის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ქვეყანამ, რომესაც საბერძნეთი წარმოადგენს, ბევრი დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
საქართველო-საბერძნეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობები განიხილეს საპარლამენტო დელეგაციის წევრებსა და საბერძნეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან იოანის ტრაგაკისთან შეხვედრისას.
მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საქართველო წარმატებით ახორციელებს მასზე დაკისრებულ ეკონომიკურ მოვალეობებს, რაც საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებით იგრძობა, ეს კი ევროპელ ინვესტორებისთვის საინტერესო გარემოებას წარმოადგენს.
შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მოსალოდნენ პროცესებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ გარდა პოლიტიკურისა, ამ მოვლენას საგრძნობი ეფექტი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ექნება, რადგან მოხდება ევროპული ბაზრის დივერსიფიცირება და იმ ქართულ პროდუქციას, რომელიც ევროსტანდარტებს დააკმაყოფილებს, ევროპული ბაზრის კარი გაეხსნება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
საბერძნეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს საელჩოს შენობაში ქართულ დიასპორის ხელმძღვანელებს შეხვდა. მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებს ათენში გამართული შეხვედრებზე ინფორმაცია მიაწოდეს და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი სიახლეები გააცნეს.
არაოფიციალურ, გახსნილ გარემოში დეპუტატებმა და ადგილობრივმა ქართველებმა დიასპორის საკითხებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ემიგრანტმა ქართველებმა საბერძნეთში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს მუშაობაზე კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათი გვერდში დგომა და რიგ საკითხებში დახმარება, საქართველოდან მოშორებით ცხოვრებას ბევრად უადვილებთ.
მეგობრობის ჯგუფის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძეა. ჯგუფის წევრები კი ფრიდონ საყვარელიძე, მერაბ კაჭახიძე და დავით დარჩიაშვილია არიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია