დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ლორთქიფანიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/07 20:00:03
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერები და თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ახალგაზრდების წინაშე წარდგენა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
"დღეს ჩვენმა კოალიციამ მათ გავაცანით ჩვენი დებულებები. სტუდენტებთან ძალიან საინტერესო კომუნიკაცია შედგა. ჩვენ მათგან მოველით მწვავე შეკითხვებს, აქტიურად ვაპირებთ მათი შენიშვნების გათვალისწინებას. ჩვენ პირდაპირ გამოვუცხადეთ მათ ნდობა და შევთავაზეთ გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა. შევთანხმდით, რომ მოგვაწოდონ რაც შეიძლება ბევრი მოსაზრება, რომელიც სტუდენტების სოციალური ყოფის გაუმჯობესებას შეეხება", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუციები არ არის იმდენად ძლიერი, რომ სტუდენტებისთვის სწავლის გაგრძელებისა და სწავლის დაფინანსების საკითხებში ხელშეწყობა იყოს. "ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია", - დასძინა მან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია