დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" საზოგადოებას ინოვაციურ სერვისს სთავაზობს
ავტორი:
2014/მაისი/06 23:00:02
ფაქტ-მეტრი (www.factcheck.ge) 2014 წლის 7 მაისიდან საზოგადოებას ახალ, ინოვაციურ სერვისს შესთავაზებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან" აცნობეს, რუბრიკა - "შეამოწმე შენი ფაქტი" მოქალაქეების მიერ მიწოდებული ფაქტებისა და განცხადებების გადამოწმებას ისახავს მიზნად. მათივე ინფორმაციით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ფაქტ-მეტრის გუნდს, მისთვის საინტერესო განცხადების ან ფაქტის გადამოწმების თხოვნით. განცხადების სიზუსტე ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსების მიერ კვლევის საშუალებით დადგინდება და ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
"კონკრეტული განცხადების გადამოწმების მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ ვებგვერდზე www.factcheck.ge ან ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com/Factcheck.ge. შესამოწმებელი განცხადება უნდა ეხებოდეს საზოგადოებისათვის საინტერესო თემას და შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტს. ასევე აუცილებელია, რომ დაინტერესებულმა პირმა ფაქტ-მეტრის გუნდს მიაწოდოს მითითებული განცხადების გაკეთების თარიღი, დრო და წყარო", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, მიწოდებული განცხადების გადამოწმების შემთხვევაში, ავტორის სურვილის შესაბამისად, ფაქტ-მეტრი სტატიაში გამოაქვეყნებს შეკითხვის ავტორის სახელს, გვარსა და ფოტოს.
www.factcheck.ge "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი და ტყუილი.
ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრის გუნდი საპარლამენტო სხდომების, პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებების მონიტორინგს ახორციელებს. პოლიტიკოსების განცხადებებში გამოვლენილი ფაქტობრივი სიზუსტეები თუ უზუსტობები, ანალიტიკური სტატიის სახით, ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1126
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია