დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - პრემიერი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს
ავტორი:
2014/მაისი/06 10:30:02
ამჟამინდელი პრემიერი ყველაფერს აკეთებს, რათა წინა მთავრობების წარმატებების საფუძველზე საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პირველმა პრეზიდენტმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მეორე პრეზიდენტმა საერთაშორისო რუკაზე დააფიქსირა საქართველო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია.
"ჩვენ უახლოეს ხანებში ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერას ველოდებით, რომელიც სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში გაფორმდება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იქნება იმ პროგრესის დასტური რასაც საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მიაღწია. ყველა ადმინისტრაციამ იმუშავა იმისთვის, რომ ქვეყანა აქამდე მიეყვანა. პირველმა პრეზიდენტმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მეორე პრეზიდენტმა საერთაშორისო რუკაზე დააფიქსირა საქართველო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, ამჟამინდელი პრემიერი კი აკეთებს ყველაფერს, რათა წინა მთავრობების წარმატებების საფუძველზე, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, უფრო სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას აშშ-მა და ნატო-მ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ნატო-ს წევრი.
"მე მთავრობის დავალებით აშშ-ში ვიზიტისას ორ საკითხზე ვარ კონცენტრირებული. ეს არის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა. საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში ამერიკასთან ერთ-ერთი დიდი ფრთა სწორედ თავდაცვას და უსაფრთხოებას უკავია. მეორე საკითხი არის ნატო-ში გაწევრიანება. აღნიშნულ კონტექსტში, რაც ხდება ახლა უკრაინაში, უფრო სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას აშშ-მა და ნატო-მ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ნატო-ს წევრი", - აღნიშნა ალასანიამ.
ალასანიას განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია