დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
ავტორი:
2014/მაისი/05 19:00:01
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებსა და დემოკრატიის საკითხის პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემა Haqqin.az-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის იმ მოსაზრების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი მარტივ სიტუაციაში არ არის, ვინაიდან რეგიონში რუსეთის ზეწოლის ფონზე, დასავლეთი "ეფემერულ დემოკრატიას" ითხოვს.
"აქ საქმე დასავლეთის ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს. როდესაც საქმე ეხება საუდის არაბეთს, დასავლეთს რატომღაც არ ახსენდება დემოკრატია და ადამიანის უფლებები. მათთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი საუდის არაბეთში ან ყატარში. როგორც კი აზერბაიჯანზე მიდგება საქმე, დასავლეთს მომენტალურად ახსენდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ. პირველად, ახალ ისტორიაში აზერბაიჯანის საერთაშორისო მნიშვნელობა საუდის არაბეთის დონემდე გაიზარდა. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა საკუთარი დემოკრატია არ უნდა განავითაროს. უბრალოდ, არის დრო, როდესაც დასავლეთი იყენებს დემოკრატიას ამა თუ იმ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. პირადად ვიცნობ ბევრს იმ ადამიანთაგან, ვინც ამას აკეთებდა. დამიჯერეთ, მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენად მყიფეა სიტუაცია", - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ დემოკრატიის განვითარება, პირველ რიგში, სწორედ აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებშია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია