დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულოში ე.წ. ატსტუპნიკების პრობლემებზე ისაუბრეს
ავტორი:
2014/მაისი/05 15:00:02
თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა. საკრებულოს ინფორმაციით , თბილისის ტერიტორიაზე სადგომით კეთილსინდისიერად მოსარგებლე პირების, ე.წ. ატსუპნიკების პრობლემების სამართლებრივი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
სხდომას ის მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ და უბინაოდ დარჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან.
კომისიის თავმჯდომარის, კახა კუკავას თქმით, ე.წ. ატსტუპნიკების საქმე რამოდენიმე ათეულ ათასობით ოჯახს ეხება, რომლებმაც ვერ გაარკვიეს არიან თუ არა თავიანთი საცხოვრებელი ფართის კანონიერი მფლობელები.
"ეს ადამიანები მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და მათ აღნიშნულ პრობლემაში ბრალი საერთოდ არ მიუძღვით, რამდენადაც ეს არის საბჭოთა დროინდელი იურიდიული ხარვეზი, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა და საკანომდებლო რეგულირება", - აღნიშნა კუკავამ.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია საკითხთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის პარლამენტს და ასევე ყველაფერს გააკეთებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც აქვს თბილისის თვითმართველობას, რომ ეს ადამიანები გაუთანაბრდნენ თავიანთი სტატუსით ბინის მესაკუთრეებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია