დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონკურსი - ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გაიმართება
ავტორი:
2014/მაისი/05 13:30:02
საქართველოში კონკურსი - ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს , კონკურსი მიზნად ისახავს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.
კონკურსის ინიციატორია ევროკავშირი და საქართველოში პირველად 2012 წელს ჩატარდა. ევროკავშირის პრიზს ოფიციალურად წარადგენს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელი, ტოივო კლარი ამავე კონკურსის ფარგლებში წარადგენს სპეციალურ პრიზს - "მშვიდობის პრიზი ჟურნალისტიკაში". საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან 2013 წელს გამარჯვებული ჟურნალისტები.
კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" საპრიზო კატეგორიები შემდეგნაირად ნაწილდება: 1. საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში; 2. საუკეთესო ტელე/ რადიო სიუჟეტი ან საგამომძიებლო რეპორტაჟი; 3. საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი, რომელიც ხელს უწყობს ცოცხალ, დაბალანსებულ, სამართლიან და პლურალისტურ დებატებს. 4. ყველაზე ინფორმაციული სააგენტო ან ონლაინ გაზეთი.
მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მინიჭება კი მოხდება მხოლოდ ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული და მიუკერძოებელი სტატიისთვის ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; სატელევიზიო და/ან რადიო რეპორტაჟისთვის; ვებგვერდზე, ბლოგზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული მასალისთვის; ახალი ამბების სააგენტოსთვის ან ელექტრონული გაზეთისთვის მომზადებული მასალისთვის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია