დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები RMG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ
ავტორი:
2014/მაისი/04 13:00:02
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები, გუშინ, კომპანია RMG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომიტეტის წევრებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენეს, სიცრუეს უწოდებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კომიტეტის წევრმა ირაკლი ლომიძემ განაცხადა, გუშინ მართლაც მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა დაცვის თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, პირიქით, საყდრისის ტერიტორიაზე მთაზე ასული რამდენიმე ადამიანი დაცვამ დაბლა ხელის კვრით ჩამოიყვანა, ერთ-ერთი, ნინო მიქიაშვილი კი, ორი საათის შემდეგ ხელში აიყვანეს და ძალით ისე ჩამოიყვანეს.
"ჩვენი კომიტეტის წევრები, ნინო მიქიაშვილი, ეკა ალფაიძე, ირაკლი მამალაძე, ნინო ბურჭულაძე სამარშრუტო ტაქსიდან ცოტა ზევით ჩამოვიდნენ და საყარაულო კოშკურაზე მთის უკანა მხრიდან ავიდნენ. დაცვის სამსახურმა ისინი სულ ხელის კვრით ჩამოიყვანა დაბლა, მხოლოდ ნინო მიქიაშვილმა გაძლო 2 საათი და ისიც ხელში აყვანილი ძალით ჩამოიყვანეს. კომპანიამ გუშინ ამ ფაქტზე დეზინფორმაცია გაავრცელა. ვინ მიაყენებდა ფიზიკურ დაზიანებას ორმეტრიან დაცვის თანამშრომლებს - გოგოები თუ ბავშვები?!", - აღნიშნა ირაკლი ლომიძემ.
მისივე თქმით, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტს გააჩნია ინფორმაცია, რომ საყდრისში ორი ექსპერტის ჩამოყვანას და მიმდინარე სამუშაოებზე დასწრებას აპირებენ. "რა თქმა უნდა ჩვენ არ ვენდობით ამ ორ ქართველ ექსპერტს და უწინდებურად ვითხოვთ უცხოელი ექსპერტების ჯგუფის ჩამოსვლას საყდრისში", - განაცხადა ირაკლი ლომიძემ.
დღეს, 17:00 საათზე საყდრისში კომიტეტის გაფართოებული სხდომა ჩატარდება, რომელსაც თბილისიდან ჩასული სტუმრები, მათ სორის სოსო მანჯავიძე და ცოტნე გამსახურდიაც დაესწრებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია