დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა
ავტორი:
2014/მაისი/03 22:00:01
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 4-7 მაისს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე კლოდ ბარტოლონთან და სენატის თავმჯდომარე ჟან-პიერ ბელთან შეხვედრებს გამართავს.
პარლამენტის თავმჯდომარე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად ლევილის ქართულ სასაფლაოსა და შატოს მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლა საფრანგეთის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის სახელით, ეროვნულ ასამბლეასა და სენატში გამართულ სადილებს დაესწრება, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის შეხვედრა ფრანგული საზოგადოების წარმომადგენლებთან და ინგლისურენოვან პოლიტიკურ ჟურნალისტებთან", - ნათქვამია პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი ეროვნული ასამბლეის მინისტრებისადმი მიმართული შეკითხვების სხდომას დაესწრება, რომელიც საფრანგეთის საჯარო ტელევიზიის მესამე არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასევე, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საინფორმაციო არხ Fრანცე 24- ის ინგლისურენოვანი რედაქციის გადაცემაში, მთავარი სტუმარი იქნება ფრანგული საინფორმაციო არხის, "ითელე"-ს საინფორმაციო გამოშვებაშიც. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინტერვიუ საპარლამენტო არხ Pუბლიც შენატე" – თან და გაზეთ "ლემონდთან".
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში თედო ჯაფარიძე, დავით საგანელიძე და ლევან ქარდავა შედიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია