დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება
ავტორი:
2014/მაისი/03 18:00:02
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ასოცირებული წევრობა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად , თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება.
"რამდენიმე კვირაში ჩვენ ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი, რაც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება. სულ მალე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ ევროპის ქვეყნებში მიმოსვლას, რაც გაუადვილებს ჩვენს ხალხს ევროპაში მყოფ ახლობლებთან ურთიერთობას, გაუადვილებს ჩვენს ახალგაზრდებს სასწავლებლად წასვლას, ჩვენს მეწარმეებს თვიანთი ბიზნესისა და პროდუქციის გატანას უცხოეთში და ამით უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ბაზარზე ქართულ პროდუქტს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სახელმწიფოს მართვის ახალი სისტემა გვაძლევს შანსს, ჩავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული ქვეყნების რიგში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია