დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პავლე კუბლაშვილმა ნინო ბურჯანაძეს ყვარყვარე თუთაბერი უწოდა
ავტორი:
2014/მაისი/02 23:00:02
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო აკრიტიკებს და მას ყვარყვარე თუთაბერს უწოდებს.
როგორც კუბლაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი, მათ შორის "დემოკრატიული მოძრაობა" რელიგიური გრძნობებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს.
"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ გამოიყენონ გარკვეული რელიგიური გრძნობები, რათა თავისი პოზიცია გაიმყარონ. ვგულისხმობ გარეოპოზიციის ერთ ნაწილს, მათ შორის ნინო ბურჯანაძეს, რომლის განცხადებებიც ესაა ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რაც პოლიტიკოსმა შეიძლება გააკეთოს. მე შემიძლია მისი მდგომაროების შედარება ერთ კონკრეტულ მაგალითთან - ყვარყვარე თუთაბერი ბევრ ხალხს რომ ხედავს და ცდილობს თავში ჩაუდგეს. ეს არის ბურჯანაძის და მისი გუნდის ქცევა დღეს", - განაცხადა კუბლაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ის მიესალმება, რომ პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტი კანონად აქცია.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია