დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამომრჩეველთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
ავტორი:
2014/მაისი/01 23:00:02
ამომრჩეველთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკოდან აცნობეს, დღეს ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ მასალაში 3, 553, 673 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემებია ასახული. ცესკოს ვებგვერდის მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით 3,491,105-ს შეადგენს.
ცესკოს თავმდჯომარე თამარ ჟვანიას, მონაცემების ელექტრონული ვერსია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იოსებ ბაღათურიამ გადასცა.
"ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით სააგენტოს გაწეული სამუშაოსთვის. ცესკო მათ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემებს, კანონით დადგენილ ვადებში საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაამუშავებს და ასევე კანონმდებლობის შესაბამისად გამოაქვეყნებს მის საჯარო ვერსიას; რის შემდეგაც, ყველა უფლებამოსილ, დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში მიიღოს აღნიშნული საჯარო ვერსია და თითოეული მოქალაქე კი უკვე შეძლებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას", - განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს თამარ ჟვანიამ.
ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას საოლქო საარჩევნო კომისიები, გამოკვრის მიზნით საუბნო კომისიებს 16 მაისს გადასცემენ, სადაც ამომრჩევლებს უკვე საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეეძლებათ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია