დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ბარამიძე ლიტვის მთავარი ოპოზიციური პარტიის მიწვევით ვილნიუსში იმყოფებოდა
ავტორი:
2014/მაისი/01 22:30:02
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე ლიტვის მთავარი ოპოზიციური პარტიის "სამშობლოს ერთობა - ქრისტიან-დემოკრატების" მიწვევით ვილნიუსში იმყოფებოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი ბარამიძე კონფერენცაზე "სამოქმედო გეგმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განვითარების გზაზე" - სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად.
ასევე, გიორგი ბარამიძე დაესწრო და უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან ერთად სიტყვით გამოვიდა "სამშობლოს ერთობა - ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" დაფუძნებიდან 23 წლისა და ლიტვის ევროკავშირში გაწევრიანების 10 წლისადმი მიძღვნილ პარტიულ საიუბილეო კონგრესზე. ბარამიძემ მადლობა გადაუხადა ლიტვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პარტიის თავმჯდომარეს, ოპოზიციის ლიდერს ანდრიუს კუბილიუსს, ყოფილ პრეზიდენტს ვიტაუტას ლანდსბერგისს, მათი პარტიისა და ლიტვის სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი იმ მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის, რასაც ქართველი ხალხი და საქართველო გრძნობდა დამოუკიდებლობის მთელი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ასევე, დღესაც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია