დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი ჰანს იოაჰიმ ფუხტელს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/01 20:30:02
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს ჰანს იოაჰიმ ფუხტელს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ის პროექტები, რომელთაც საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) ახორციელებენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკით, განსაკუთრებით კი ადგილობრივი აგროსექტორით. აღინიშნა, რომ მხარეები გაააქტიურებენ თანამშრომლობას საქართველოში გერმანული ინვესტიციების და ტექნოლოგიების მოზიდვის მიმართულებით. ამ პროცესში ქართულ მხარეს პარტნიორობას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი გაუწევს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მეორადი პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში გერმანული პოლიტიკური ფონდების შესაძლო ჩართულობაზეც.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ადგილობრივი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების საკითხები. ამ პროცესში ქართულ მხარის პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, რომელიც თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-თან "მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან" თავისი ფორმატის ფარგლებში.
შეხვედრაზე აგრეთვე ხაზი გაესვა საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზართან საქართველოს მაქსიმალურ ინტეგრაციას და ექსპორტის ზრდას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია