დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - მზად ვართ, კანონპროექტი გავაძლიეროთ, რომ ბოროტად არავინ ისარგებლოს რაიმე უფლებით
ავტორი:
2014/მაისი/01 16:00:02
ჩამონათვალი, რომელზეც შეწუხებას გამოთქვამენ, სწორედ ქრისტიანული მორალის, კულტურის, შემწყნარებლობის და სიყვარულის ჩამონათვალია , - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას.
ამასთან, როგორც უსუფაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება მზადაა ამ საკითზე "გულწრფელად შეწუხებულ" ადამიანებთან კონსულტაციები ისევ გააგრძელოს.
"შექმნილ ვითარებაში ჩვენ გვაქვს შეხება გულწრფელად შეწუხებულ ადამიანებთან, რომლებსაც სათანადო ინფორმაცია შეიძლება ვერ მივაწოდეთ და ამ თემით აჟიტირებულ ადამიანებთან. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ეს ორი ხალხი. ვისაც გულწრფელად აღელვებს ეს საკითხი და აქვს კითხვები, მზად ვართ ვუპასუხოთ _ თუკი უკმარისობის განცდა აქვთ, რომ კანონი არ იქნეს გამოყენებული ზნეობის თუ სხვა რაიმე ღირებულების საწინააღმდეგოდ, ჩვენ მზად ვართ ეს ნაწილი გავაძლიეროთ, რომ ბოროტად არავინ ისარგებლოს რაიმე უფლებით. რაც შეეხება თავად ჩამონათვალს, ამ საკითხზე არის პრინციპული პოზიცია. ეს ჩამონათვალი არის ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარი. ამ ჩამონათვალთან ასეთი დამოკიდებულება არაა სწორი. ეს სწორედ ქრისტიანული მორალის, კულტურის, შემწყნარებლობის, სიყვარულის ჩამონათვალია. ძალადობა უნდა აიკრძალოს და ძალადობის გამართლება ვინმეს მხრიდან რაიმე ნიშნით ესაა დაუშვებელი. ამიტომ როცა გვეუბნებიან, რომ ეს სიტყვები ამოვიღოთ, ესაა ძალიან პრინციპული ამბავი. რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს სახელმწიფო", - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება "არაგულწრფელ ადამიანებს", პარლამენტის თავმჯდომარე მათ "რეალურ ზრახვებს" ამხელს და განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მათი განცხადებები ესაა "რუსეთის საუბარი".
"ისინი, ვისაც პოლიტიკური ნიშნით შეცდომაში შეჰყავთ სხვები, დღეს სწორედაც რომ ჩადიან ცოდვას, რადგან ამბობენ ტყუილს თითქოსდა ახლა ხდება ტერმინის "სექსუალური ორიენტაციის" დამკვიდრება, მაშინ როცა ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავად ისხდნენ იმ პარლამენტში, როცა 2010 წელს შრომის კოდექსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა და ამ თემაზე ხმა არ ამოუღიათ და ადამიანები, რომლებსაც "სისხლის სამარლის კოდექსში" ცვლილებებისთვის, სადაც აღნიშნული ტერმინი იყო დაფიქსირებული, ხმა აქვთ მიცემული. ნუ გაგვიბრაზდებიან თუ არაგულწრფელების ჭეშმარიტ ზრახვებს ვამხელთ. დღეს ასეთი საუბარი არის რუსეთის საუბარი. "არა ძალადობას", "არა დისკრიმინაციას" - ესაა ევროპული არჩევანი", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია