დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ხადური - საქართველო წელს ეკონომიკის სულ მცირე 5 პროცენტიან ზრდას მიაღწევს
ავტორი:
2014/მაისი/01 12:30:02
გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 8 პროცენტით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პირველი კვარტლის დამაიმედებელი პროგნოზი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ წელს საქართველო სულ მცირე 5 პროცენტიან ზრდას მიაღწევს.
"პირველი კვარტლის მონაცემები დამაიმედებელია და ადასტურებს, როგორც საქართველოს მთავრობის, ისე მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალისტურობას. რაც შეეხება წყაროებს, გასახარი ის არის, რომ არის ექსპორტის ზრდა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის გააქტიურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონონიკურ ზრდასთან მიმართებაში ჩვენი გეგმა არ არის შეცვლილი. ისევ ვამბობთ, რომ იქნება მინიმუმ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა პირველი კვარტალი უფრო ოპტიმისტური იმედების საშუალებასაც გვაძლევს. გასულ წელთან შედარებით ეკონომიკა დაახლებით 8 პროცენტითაა გაზრდილი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მინისტრის ინფორმაციით, იანვარში ზრდა იყო 8, 2 პროცენტი, თებერვალში დაახლოებით - 5,5 პროცენტი, 8 პროცენტზე მეტი იყო მარტშიც, კვარტალურად კი აღნიშნული მაჩვენებელი 7,4 პროცენტს შეადგენს.
"თუმცა ეს წინასწარი მონაცემებია და იმედი მაქვს, დაზუსტდება ზრდის მიმართულებით", - დასძინა ფინანსთა მინისტრმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია