დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი წერეთელი - მედიკამენტები კვლავ ძვირია და კიდევ უფრო ძვირდება
ავტორი:
2014/აპრილი/30 14:00:03
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი მედიკამენტებზე არსებულ ფასს აპროტესტებს. როგორც დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა , ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე მთავარი ნაკლი მედიკამენტებია, რადგან წამლებზე ფასი ხელმისაწვდომი არ არის, გარდა ამისა, მედიკამენტების შეძენას სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს.
"ეს სერიოზული ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის და ვერ ვხედავთ რაიმე ნაბიჯებს ამ კუთხით. თუ ვინმემ იცით, რომ გაიაფდა მედიკამენტები გვითხარით, ან რომელი მონოპოილია დაანგრიეთ, რომელზეც იყო საუბარი მთელ წინასაარჩევნო პერიოდში?" - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, მედიკამენტები კვლავ ძვირია და კიდევ უფრო ძვირდება, მოსახლეობას კი კვლავ უჭირს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია