დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შინაგან საქმეთა მინისტრი NDI-ს დელეგაციას შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/29 17:30:02
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) წინასაარჩევნო შემფასებელთა მისიის წევრებს შეხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო არჩევნებისა და დემოკრატიზაციის ექსპერტი რობერტ ადამსი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი და დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი წევრი სემ გეჯდენსონი, NDI-ს ევრაზიის რეგიონალური დირექტორი ლორა ჯევეტი და NDI-ის ხელმძღვანელი საქართველოში ლუის ნავარო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესსა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განახლდა და დამტკიცდა "არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია". აღნიშნული დოკუმენტი ასახავს ბოლო დროს განხორციელებულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას და არეგულირებს პოლიციელის უფლება-მოვალეობებს არჩევნების მსვლელობისას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია