დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ვერე პალასში", ხვალ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების პრობლემებზე იმსჯელებენ
ავტორი:
2014/აპრილი/28 23:30:02
სასტუმრო "ვერე პალასში", ხვალ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების პრობლემების განხილვა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონის განვითარების ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრაზე მიწვეულნი არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დარგობრივი სამინისტროების, პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრა ტარდება "რეგიონის განვითარების ცენტრისა" და საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას" პროექტის "უმცირესობების ხმები ცვლილებებისთვის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრის მიზანია, საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, ასპინძა, ახალციხე, თეთრიწყარო, კასპი, სიღნაღი და საგარეჯო) 21 სოფლის ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემებისა და საჭიროებების განხილვა და გადაწყვეტის გზების ძიება, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და დიალოგის დაწყება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების მოსახლეობის გააქტიურებას, მათი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას და ჩართვას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღებაში, უმცირესობების ხმების სრულფასოვან ასახვას თვითმმართველობის რეფორმის პროცესში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია