დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/28 22:00:02
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტალინში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ურმას პაეტს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ურმას პაეტთან ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილა. საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვას შეეხო.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ღიად უჭერს მხარს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას და მიესალმება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას ივნისში, რაც, მისი თქმით მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას გზაზე.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა და მისიისათვის მანდატის გაგრძელების აუცილებლობა. მხარეებმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელეს. ურმას პაეტმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ყოველთვის მზად არის გაუზიაროს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება.
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში დღეს სრულდება. გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის მიერ გამართულ გალა სადილს დაესწრება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია