დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ბერუჩაშვილი - საქართველო ევროკავშირის მიერ მოლდოვასთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მიესალმება
ავტორი:
2014/აპრილი/28 21:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მიერ მოლდოვასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას მიესალმება.
"ეს არის პირველი ასეთი შემთხვევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ამ პროცესებშია ჩართული იმის თაობაზე, რომ შესაბამისი რეფორმების წარმატებით განხორცილებების შემდეგ, შესაძლებელია ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ კონკრეტული სარგებელი ევროინტეგრაციის ფარგლებში ჩატარებული რეფორმებისა, რაც საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ადვილად გადაადგილებას, ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას, რაც დააჩქარებს თანამშრომლობას ბიზნესისა და კულტურის სფეროში", -განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო, ევროკავშირის პოლიტიკური მიდგომებიდან გამომდინარე, ამ პროცესებში პრაქტიკულად, 2 წლით უფრო გვიან ჩაერთო, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მხრიდან.
"ამ ეტაპზე ჩვენ ფინალურ ეტაპზე ვიმყოფებით ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ, ყველა შესაბამისმა უწყებამ, დავიწყეთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია მეორე საიმპლემენტაციო ფაზაში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმებიც წარმატებული იქნება, ჩვენ გვექნება კარგი შეფასებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილება შენგენის ზონის ქვეყნებში არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა", -განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია