დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე პროცესები თვეში ერთხელ გაიმართება
ავტორი:
2014/აპრილი/28 12:30:02
რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესები არჩევნებამდე თვეში ერთხელ გაიმართება. ამით მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას შუამდგომლობა სასამართლო პროცესების გამართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს დაცვის მხარის ადვოკატმა,  გოგიტა გაბაიძემ განუცხადა.
წინა პროცესებზე, გიგი უგულავამ მოსამართლეს თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო პროცესები არ გამართულიყო და სწორედ უგულავას აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
რაც შეეხება საქმის განხილვას, დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის ეტაპით განახლდა. პროცესი ამ წუთებში მიმდინაროებს და მასზე ორი ნოტარიუსი დაიკითხება.
როგორც პროკურორმა გიგა ძნელაძემ პროცესის დაწყებამდე განმარტა, აღნიშნული ნოტარიუსები "ტელეიმედთან" დაკავშირებული ხელშეკრულებების შესახებ ისუბრებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია