დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძის ბუდაპეშტში ვიზიტი დღეს იწყება
ავტორი:
2014/აპრილი/28 11:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ვიზიტი ბუდაპეშტში დღეს იწყება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუდაპეშტში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის მონაწილეობა 28-29 აპრილს გასამართ ვიშეგრადის ოთხეულის (V4 - უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი) და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
მინისტერიალის პლენარულ შეხვედრაზე დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის სიტყვით გამოსვლა, თემაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობა - საშუალოვადიანი მიზნები ვილნიუსიდან რიგამდე". ასევე, იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა თავის უნგრელ კოლეგასთან და ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია