დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია ხვალ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
ავტორი:
2014/აპრილი/27 21:00:02
თბილისის მერობის კანდიდატი კოალიცია "ქართული ოცნებიდან" დავით ნარმანია ხვალ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.
"დავით ნარმანიამ ამის შესახებ გააკეთა განცხადება და როგორც მე ვიცი, ხვალ გააკეთებს პატარა მიმოხილვას – პრეზენტაციას მის პროგრამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა პრიორიტეტები აქვს გაწერილი პროგრამაში მერობის კანდიდატს და განმარტა, რომ ამის შესახებ თავად დავით ნარმანია ისაუბრებს.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი დედაქალაქში, კახი კალაძის თმით, კონსულტაციები კოალიციის შიგნით ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია