დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" საზოგადოებას რუსეთის მოქალაქეობის მიღების საკითხზე მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2014/აპრილი/27 17:30:02
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
ასოციაცია ბოლო პერიოდში მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ინიციატივას ეხმიანება და საზოგადოებასა და საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს.
"აღნიშული განცხადების გავრცელების საფუძველს საზოგადოების ნაწილში გავრცელებული მცდარი აზრი გვაძლევს, რის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის მოქალაეობის მიღებით, ისინი იქნებიან ორივე ქვეყნის - საქართველოსა და იმავდროულად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, - ანუ მიიღებენ ორმაგ მოქალაქეობას. რაც მცდარი შეხედულებაა და შესაძლოა, შემდგომი გაუგებრობები გამოწვიოს", - აცხადებენ ასოციაციაში.
როგორც ორგანიზაციის წევრები აღნიშნავენ, მოქმემდი კანონმდებლობის, კერძოდ კი საქართველოს ორგანული კანონის ,,მოქალაქეობის შესახებ" 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის მიხედვით, პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს.
ასოციაცია ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ინიციატივა შესაძლებელია გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც საზოგადოების მხრიდან გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებას მოითხოვს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია