დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისში "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
ავტორი:
2014/აპრილი/27 09:30:02
კოალიცია "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომერი თბილისში უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას თქმით, უახლოეს დღეებში დასახელდება პროპორციული სია როგორც თბილისის, ასევე სხვა ქალაქების.
"უახლოეს დღეებში დასახელდება პროპორციული სია თბილისის და სხვა ქალაქების. ღირსეული ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი. ჩვენ ვაკეთებთ ასევე აქცენტს ახალ სახეებზე. გვინდა ამ არჩევნებზე წარმოდგენილი იყოს როგორც ცნობადი სახეები, ასევე ახალი სახეები, ახალგაზრდები და გამოცდილი ადამიანები. ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გაკეთდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია