თბილისში "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
კოალიცია "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომერი თბილისში უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას თქმით, უახლოეს დღეებში დასახელდება პროპორციული სია როგორც თბილისის, ასევე სხვა ქალაქების.
"უახლოეს დღეებში დასახელდება პროპორციული სია თბილისის და სხვა ქალაქების. ღირსეული ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი. ჩვენ ვაკეთებთ ასევე აქცენტს ახალ სახეებზე. გვინდა ამ არჩევნებზე წარმოდგენილი იყოს როგორც ცნობადი სახეები, ასევე ახალი სახეები, ახალგაზრდები და გამოცდილი ადამიანები. ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გაკეთდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
წყარო:
interpressnews.ge