დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ თვითმმართველობის შემდგომ არჩევნებშიც "ქართული ოცნება" ერთიანი სახით წარდგება
ავტორი:
2014/აპრილი/26 00:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ თვითმმართველობის შემდგომ არჩევნებშიც კოალიცია "ქართული ოცნება" ერთიანი სახით წარდგება.
როგორც ბესელიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, კოალიცია უკვე მესამე არჩევნებს ატარებს ისე, რომ შიგნით არანაირი სკანდალი არ ხდება.
"კოალიციაში არანაირი დაპირისპირება არ არის. იმ მითის შექმნა, რომ გუნდის შიგნით ხდება დაპირისპირება და გარჩევები, არასერიოზულია. ასეთი ორგანიზებული და ჩამოყალიბებული კოალიცია, რომელშიც შემავალია რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი, ახერხებს, რომ მესამე არჩევნებზე და არა მგონია ბოლო არჩევნები იყოს, ერთად როდესაც გავდივართ, ეს რთული პროცესი გავიაროთ ისე, რომ არავითარი სკანდალი არ ხდება", - აღნიშნა ბესელიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია