დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე - აბსურდია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას მართავს
ავტორი:
2014/აპრილი/25 21:30:02
ეს იყო უბრალოდ მოქალაქის შეხვედრა კოალიციასთან და მასთან შეხვედრა ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის ლიდერების მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
კითხვის საპასუხოდ, თუ რა სტატუსით ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ შეხვედრას და არის თუ არა ეს გარკვეულწილად ჩარევა ხელისუფლების საქმიანობაში, მანანა კობახიძემ განმარტა, რომ "ეს არის აბსურდი, ბიძინა ივანიშვილი არანაირად არ მართავს ხელისუფლებას".
"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელსაც პერიოდულად ვხვდებით ხოლმე. არჩევნების წინ ერთი ასეთი შეხვედრა იყო ძალიან საჭირო და სასარგებლო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, სწორედ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით დავიწყეთ სერიოზული ამოცანების გადაჭრა, მასთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, ეს იყო უბრალოდ მოქალაქესთან შეხვედრა კოალიციის და არანაირად არ ყოფილა განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც უმრავლესობა, პარლამენტი და პრემიერი იღებს", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, რომელთაც "ქართული ოცნება" ხვალ წარადგენს, მანანა კობახიძის თქმით, მათი შერჩევა მოხდა კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის აზრის გათვალისწინებით, კონსენსუსის საფუძველზე. "არჩევანი გაკეთდა ისეთ ადამიანებზე, რომლებიც არიან კარგი მენეჯერები, გამოცდილები, კარგი მმართველები, რომლებიც თავს მოაბამენ პრობლემების გადაჭრას, რაც თითოეულ რაიონში იქნება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია