დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნიკა მელია ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/25 14:30:02
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დღეს, ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის სამომავლო გზებზე ესაუბრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ნიკა მელიამ ადგილობრივებს ვაზისუბნისთვის მნიშვნელოვანი - საბაგიროს პროექტის განხორციელების შესახებ ესაუბრა, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა ექნება და მგზავრებს "სამგორის" მეტროს ზედა სადგურიდან ვაზისუბანთან დააკავშირებს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 1 900 მეტრი სიგრძის საბაგიროს მოწყობა იგეგმება, რომელიც საათში ერთდროულად 1 500 მგზავრს გადაიყვანს.
მათივე ცნობით, კომფორტული, უსაფრთხო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული, 10 მგზავრზე გათვლილი გონდოლები საერთაშორისო სტანდარტების იქნება და მოსახლეობას უმოკლეს ვადაში საჭირო სადგურებთან დააკავშირებს.
ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქში სულ 9 ახალი საბაგირო აშენდება და საბაგიროს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ ერთ სახეობას, მნიშვნელოვანი დატვირთვა მიეცემა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია