დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ელჩმა ესტონეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა
ავტორი:
2014/აპრილი/25 10:30:02
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა, ქვეყნის პრეზიდენტს, ტომას ჰენდრიკ ილვესს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის საკითხები და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. გაიმართა მსჯელობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.
შეხვედრისას განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის ჩათვლით.
ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ევროკავშირს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. ესტონეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს გაუზიარა თავისი ქვეყნის გამოცდილება აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისა და მისი დროებითი გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრისას დაისახა მომავალი თანამშრომშლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში როგორიც არის: ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.
ესტონეთის პრეზიდენტმა გამოთქვა კმაყოფილება საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია