დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი Anadolu ჯგუფის კოორდინატორს თუღბან იზზეთ აქსოის შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/24 18:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Anadolu ჯგუფის ენერგეტიკის სექტორის კოორდინატორს, თუღბან იზზეთ აქსოის შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების საკითხებსა და არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობასა და "Anadolu" ჯგუფს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დამთავრება და მისი ექსპლოატაციაში გაშვება.
ამასთან, მათივე ცნობით, Anadolu ჯგუფი დაინტერესებულია საქართველოს ენერგოსექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებით.
შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, "ჯორჯია-ურბანის" ენერგეტიკის გენერალური დირექტორი მურათ ქუჩუქ და "ჯორჯია-ურბანის" ენერგეტიკის ოპერაციების დირექტორი ნოდარ კურტანიძე დაესწრნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია