დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/24 17:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით , მხარეებმა საქართველო–ისრაელის ურთიერთთანამშრომლობასთან და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა გიდეონ საარს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, კიდევ ერთი დადასტურებაა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისტორიული უწოდეს გადაწყვეტილებას ორმხრივი უვიზო რეჟიმის შესახებ. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში, ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ არსებულ შეთანხმებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
შეხვედრას ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ნეთანელ იზააკი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია