დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს უმასპინძლა
ავტორი:
2014/აპრილი/23 20:30:02
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, თომას მელიას უმასპინძლა. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელიას საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ თომას მელიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერტებული შტატები რჩება ერთგული საქართველოსი, როგორც წარმატებული, სტაბილური, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსი.
სამუშაო ვახშამს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თამარ ჩუგოშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია