დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ჰყავს შეყვანილი
ავტორი:
2014/აპრილი/23 19:00:02
Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ჰყავს შეყვანილი. Google-ის პროდუქტი Google Voice სატელეკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც Gmail-ისა და Google+-ის მოსარგებლე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ვიდეოზარები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ამასთან, აშშ-სა და კანადის მოქალაქეებისთვის ამ ორ ქვეყანაში დარეკვა უფასოა, ხოლო სხვა ქვეყნებში განსხვავებული ტარიფები მოქმედებს.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში (ანბანის მიხედვით), სადაც საერთაშორისო ზარების განხორციელებაა შესაძლებელი, პირველივეა აფხაზეთი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში Google Voice-ის საშუალებით დარეკვის საფასური წუთი - 14 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონი – სამხრეთ ოსეთი ამ ჩამონათვალში არ არის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია