დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ICOMOS-საქართველო - "პანორამა თბილისის" განხორციელება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს ეწინააღმდეგება
ავტორი:
2014/აპრილი/23 12:30:02
"პანორამა თბილისის" განხორციელება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმძღვანელო პრინციპებს ეწინააღმდეგება", - ამის შესახებ ნათქვამია ძეგლებისა და ღირშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირის (ICOMOS-საქართველო) განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2014 წლის მარტში საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა მეგა პროექტი - "პანორამა თბილისი", რომლიც თბილისის ისტორიულ ნაწილის დაცვით ზონაში უნდა განხორციელდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმძღვანელო პრინციპებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არ დააყოვნა დადებითი შეფასება მიეცა პროექტისთვის ისე, რომ კანონით განსაზღვრული პროცედურების გავლას, მათ შორის პროფესიული საბჭოს დასკვნას არ დაელოდა. ამის პარალელურად კი საზოგადოებას მედიის საშუალებით ამცნო დარგში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ამიერიდან კულტურის სამინისტრო ძეგლის სტატუსის მოხსნისა და "სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის" პროექტების დამტკიცების შემთხვევაში აღარ დაეყრდნობა კანონმდებლობით განსაზღვრულ, პროფესიული საბჭოს რეკომენდაციებს, არამედ გადაწყვეტილებას მიიღებს უწყებათაშორისი სახელმწიფო საბჭო, რომელშიც შევლენ ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თითო-თითო წევრით, ხოლო კულტურის სამინისტრო - ორი წევრით", - ნათქვამია ICOMOS-საქართველოს განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია