დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს მიხეილ სააკაშვილია
ავტორი:
2014/აპრილი/22 20:00:02
მიხეილ სააკაშვილს ჩვევაში აქვს, რომ თავისებურად აღიქვას და ინტერპრეტაცია გაუკეთოს სხვადასხვა საკითხს, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეცდომაში განზრახ შეიყვანა საზოგადოება, თითქოს თავდაცვის სამინისტრო ატარებს რუსეთ- საქართველოს ომის პოლიტიკურ გამოძიებას.
"საქართველოში საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში შეიქმნა, მუშაობს 2008 წელს სამხედრო მოქმედებების ექსპერტიზაზე. ეს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა.
თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც საომარი მოქმედებების დროს სამხედროების თვალწინ მტერს ზურგი აჩვენა", - წერს ალასანია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნაზე, აშშ-დან ჩართვისას განაცხადა.
"გუშინ მე ვნახე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ თურმე ოკუპირებული რომ არის საქართველოს ტერიტორიები, ეს არის ჩვენი ბრალი. იმედია, როგორც ჩვევია, გადათქვამს. მე ვფიქრობ, ალასანიამ ამ სიტყვებზე ბოდიში უნდა მოიხადოს", -განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მას უკვირს, რომ ისეთი ხალხიც, როგორც ირაკლი ალასანიაა, "იმეორებს რუსულ მითებს" და შემდეგ ხდება ამის ტირაჟირება.
"მე ეს არ მიკვირს გია ვოლსკისგან, რომელიც გასაგებია ვინც არის და ვისაც წარმოადგენს, ან ზაქარეიშვილისგან, რადგან დიდი ხანია ვიცით, ვისი წარმომადგენლები არიან, მაგრამ მიკვირს იმათი, ვისაც პრეტენზია აქვს დასავლურობაზე", -განაცხადა სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია