დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ადამიანი, კანონი თავისუფლების" წევრები მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებენ
ავტორი:
2014/აპრილი/22 19:00:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი თავისუფლების" წევრები მერობის კანდიდატებთან პერმანენტულ შეხვედრებს იწყებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი თავისუფლებიდან" აცნობეს, ორგანიზაცია მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს აქტიურად აკვირდება.
"ორგანიზაციის წევრები მერობის კანდიდატებთან, როგორც თბილისში, ისე სხვა თვითმმართველ ქალაქებში, პერმანენტულ შეხვედრებს იწყებენ, რაც კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიისა და სამომავლო გეგმების უკეთ გაცნობას შეუწყობს ხელს. როგორც მესამე სექტორისათვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის უმთავრესია გაეცნონ მერეობის კანდიდატთა პრიორიტეტებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს, თუ რას გააკეთებს კონკრეტული კანდიდატი მისი მერად არჩევის შემთხვევაში. უმნიშვნელოვანესია მოსახლეობა იყოს საფუძვლიანად ინფორმირებული, თუ რა ღონისძიებების გატარებას აპირებენ მათ ქალაქებში კანდიდატები; რამდენად ხშირი იქნება ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრები არჩევნების შემდეგ; რა პრობლემის მოგვარება იქნება უმთავრესი და პრიორიტეტული", _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი თავისუფლების" წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირებისთვის, წინასაარჩევნო პროცესში არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობა აუცილებელია. ორგანიზაცია შეხვედრებს თბილისის მერობის კანდიდატებთან მიმდინარე კვირიდან დაიწყებს, ხოლო შემდგომ შეხვედრები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში გაგრძელდება.
ორგანიზაცია ოფიციალური წერილით მიმართავს თითოეულ რეგისტრირებულ კანდიდატს, რათა მათთვის სასურველ დროს ჩაინიშნოს აღნიშნული შეხვედრები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია