დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბერძენიშვილი - საკრებულოს წევრობის კანდიდატთა უმრავლესობა შეთანხმებულია
ავტორი:
2014/აპრილი/22 15:00:01
კოალიციაში ადგილობრივი არჩევნებისთვის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა უმრავლესობა შეთანხმებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.
"მიმდინარეობს თითოეულ საკრებულოში კანდიდატების შერჩევის შეჯერების პროცესი. საკრებულოებში 1 053 მაჟორიტარია ასარჩევი. კანდიდატდთა ძირითადი ნაწილი უკვე შეთანხმებულია და თითქმის ბოლომდე ვართ გასული. სამუშაო პროცესი გრძელდება, პროცესი არის რთული და საქმიანი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.
ამასთან მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო სიებში დეპუტატებოს კანდიდატთა 50% იქნება პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენ 50%-ის წარმოადგენენ კოალიციის დანარჩენი პარტიები. რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევას, დაით ბერძენიშვილის თქმით, ისინი კონკურენტუნარიანობის მიხედვით შეირჩევიან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია