დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - ქვეყნის არჩეული გზა შეუვალია და ამაზე ვერაფერი იმოქმედებს, მათ შორის ვერც რუსეთის რიტორიკა
ავტორი:
2014/აპრილი/22 12:00:02
ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, თუ უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას ადეკვატურად ვერ აღიქვამს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა საგარეო კურსის საკითხზე ერთიანია.
"მთავრობა ამ საკითხზე ერთიანია, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის დამოკიდებულება და შეფასებები სხვანაირია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე კოალიციაში განხეთქილებაა. ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ზოგიერთი დეპუტატი ვერ აღიქვამს ადეკვატურად ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს და ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის მნიშვნელობას", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ქვეყნის არჩეული გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით შეუვალია და მასზე ვერაფერი იმოქმედებს. ამასთან, მინისტრი დარწმუნებულია, რომ უელსის სამიტზე საქართველო უფრო მიუახლოვდება ნატო-ს, თუმცა არ აკონკრეტებს, MAP-ზე თუ თანამშრომლობის სხვა ფორმატზე მოხდება შეთანხმება.
"ივნისში ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას. სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე კი მინდა, ფრთხილი ოპტიმიზმით გითხრათ, საქართველო უფრო მიუახლოვდება ნატო-ს და ეს მოხდება არა დეკლარირებულად, არამედ ინსტიტუციურად და სამხედრო-ტექნიკურადაც. ქვეყნის არჩეული გზა შეუვალია და ამაზე ვერაფერი იმოქმედებს, მათ შორის – ვერც რუსეთის რიტორიკა", - განაცხადა ალასანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია