დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს
ავტორი:
2014/აპრილი/21 23:00:02
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მას საქმიანი ურთიერთობა აქვს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, თუ როგორი ურთიერთობაა მასსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.
"ირაკლისთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა. ასევე, საქმიანი ურთიერთობა მაქვს მინისტრებთან. ჩვენ ვმუშაობთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პირველი, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, ეს იქნება სამიტი, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება სწორედ უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები იქნებიან წარმოდგენილნი. განვიხილავთ ენერგეტიკულ საკითხებს. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა, რომელსაც ვატარებთ ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უაღრესად საქმიანი მიდგომა იმ პროცესების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში", - განაცხადა მარგველაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია