დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია მიუსაფართა თავშესაფრის ბინადრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
ავტორი:
2014/აპრილი/20 15:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების დედაქალაქის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს მოსკოვის გამზირზე მდებარე მიუსაფართა თავშესაფარს ესტუმრა და თავშესაფარში მცხოვრებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. დავით ნარმანიას თქმით, მალე ლილოს ტერიტორიაზე 240 ადამიანზე გათვლილი კაპიტალური, თანამედროვე სტანდარტების თავშესაფარი აშენდება. მისივე თქმით გასულ წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირ¬ვე¬ლად შეიქმნა მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია. მალევე გაიხსნა თავშესაფარი, სადაც 200-მდე ადამიანს შეუძლია მიიღოს ის პირველადი და აუცი¬ლე¬ბე¬ლი, რაც სჭირდება. ეს მთავრობის მიერ უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანთა დასახმარებლად გადად¬გ¬მული პირველი ნაბიჯი იყო. "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს მოსახლეობას, თბილისელებს გაჭირვება და მიუსაფრობა წარსულის არასასიამოვნო მოგონებად ექცეთ. ჩვენ ერთად გადავარჩენთ თქვენს სიცოცხლესა და მომავალს, დაგაბრუნებთ საზოგადოებაში და ჩვენ ერთად ვიზრუნებთ დედაქალაქზე" - აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია