დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ოქრუაშვილი საოლქო კომისიამ გორის მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა
ავტორი:
2014/აპრილი/19 18:30:02
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება დააკმაყოფილა და გორის მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იტყობინება, ამ მომენტისათვის გორის მერობის სხვა კანდიდატი დარეგისტრირებული არ არის.
რაც შეეხება თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობაში არსებულ ცენზს, რომელიც პირს ავალდებულებს ბოლო 2 წელი საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდეს, ამასთან დაკავშირებით საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილმა განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი აღნიშნული ფაქტის გამო პრეტენზიას გამოთქვამს, საოლქო კომისიას განაცხადით ერთი დღის ვადაში უნდა მიმართოს და გაასაჩივროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქრუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ირაკლი ოქრუაშვილმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მერობის კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, განაცხადი 17 აპრილს
შეიტანა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია