დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები პარლამენტმა ისევ "ჩააგდო"
ავტორი:
2014/აპრილი/17 18:30:02
პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში დარჩენილ ხუთ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ სამი მეურვე დაამტკიცა. უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები პარლამენტმა ისევ "ჩააგდო".
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გიორგი კოხრეიძის კანდიდატურას მხარი 119-დეპუტატმა დაუჭირა. უმრავლესობის მხრიდან დასახელებული გრიგოლ გოგელია – 86 ხმით, ხოლო ალექსანდრე ვახტანგოვი – 85 ხმით გავიდნენ.
რაც შეეხება უმცირესობის მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, მას მხოლოდ 38 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და, შესაბამისად, მისი კანდიდატურა ჩავარდა. ანალოგიური მოხდა დავით კიზირიას შემთხვევაშიც, რომელსაც მხოლოდ 40 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში, რომელიც ახალი კანონის თანახმად, ცხრა წევრის შემადგენლობით კომპლექტდება, პარლამენტმა იანვარში მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე და ნათელა სახოკია დაამტკიცა. ყველა სხვა კანდიდატურაზე, რომელიც მას საკონკურსო კომისიამ შესთავაზა, უარი თქვა.
იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა - საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია