დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გოკა გაბაშვილი - ჭიკაიძეს მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ ტყუის
ავტორი:
2014/აპრილი/17 14:30:02
საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საპარლამენტო უმცირესობის უარით პასუხობს და პარლამენტში მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა .
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში მისვლაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ " სხვა ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი".
"ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოვიწვიეთ იმისთვის, რომ გვესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე. მინისტრა ამ ხნის განმავლობაში სულ ორი საჯარო განცხადება გააკეთა. ერთი ის, რომ რუსეთიდან საფრთხეს არ ელოდება და მეორე ის, რომ ჩვენ, უმცირესობა წარმოვადგენთ საფრთხეს უკრაინელ ევრომაიდნელებთან ერთად. შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს დესტაბილიზაციაზე და სამოქალაქო დაპირისპირებაზე, რომელსაც თურმე ჩვენ ვაწყობთ. უბრალოდ გვაინტერესებს, ჭიკაიძემ გვესაუბროს, თუ რა ინფორმაცია აქვს. რატომღაც მინისტრმა მესამე პირში მოგვწერა პასუხი, რომ დაკავებულია, შეხვედრები აქვს და არ სცალია. მინდა გითხრათ, რომ ჭიკაიძეს მაინც მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ აკეთებს ზედმიწევნით პოლიტიკურ განცხადებებს და რატომ ტყუის",-აცხადებს გოკა გაბაშვილი


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია