დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგისტაციის ვადა გაიზარდა
ავტორი:
2014/აპრილი/17 14:00:03
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგისტაციის ვადა გაიზარდა. შესაბამისი ცვლილებება "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტში დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის წინადადებით აისახა.
პარლამენტში წარდგენილი თავდაპირველი ვერსიით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტაციის ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე იწურებოდა. იმ არგუმენტაციის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ვადა ძალიან მცირეა, პროექტში ცვლილება შევიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდნენ არჩევნებამდე არაუგვიანეს 47 დღისა. ასევე ათი დღით გადაიწია მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვადამ.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ განმარტა, შემოთავაზებული კანონპროექტით საინიციატივო ჯგუფებს რეგისტრაციის ვადა 19 აპრილს ეწურებოდათ, ახლა კი მათ ვადა 29 აპრილს ამოეწურებათ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია