დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს
ავტორი:
2014/აპრილი/17 12:30:02
"არასაპარლამენტო ოპოზიციას" უფასო პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვს.
ამასთან დაკავშირებით "არასაპარლამენტო ოპოზიცია" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საერთო მაუწყებლებზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ნაწილს ეკუთვნით. აღნიშნული ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც ყველა პირის თანასწორობის გარანტია.
ამგვარი დისკრიმინაციული კანონმდებლობის პირობებში, შექმნილი სიტუაცია, როდესაც უფასო პოლიტიკური რეკლამით ისარგებლებს მხოლოდ 3 სუბიექტი - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა". სხვა კვალიფიციური სუბიექტები კი, რომლებსაც ისედაც არათანაბარ პირობებში უწევთ არჩევნებში მონაწილეობა, ვერ ისარგებლებენ აღნიშნული დროით.
სადავო ნორმა არალეგიტიმურია და არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს, რადგან უფასო დროით სარგებლობის შესაძლებლობა აშკარად ხელოვნურად შექმნილი აქვთ მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ნაწილს და არა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას. ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის აუცილებელია მისი ფორმულირება იმგვარად, რომ მაუწყებლებს მიეცეთ ადექვატური, წინასწარი ანაზღაურება და ასევე, გამოყოფილი დრო თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტზე",-ნათქვამია განცხადებაში.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია