დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/17 11:30:02
საქართველოს ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაცია სტუმრობს. ბელგიის უმსხვილესი ბიზნესკომპანიების პირველ პირებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოსადმი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთრების უფლებების დაცვაზე.
"ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან ვხედავთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რეალურად ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიზნესმენები და პოტენციური ინვესტორები, ინფორმაციას უშუალოდ ქვეყნის ხელმძღვანელებისგან იღებენ", – განაცხადა ბენჟამინ ვან ოუდენჰოვემ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
ბელგიის დელეგაცია, რომელსაც პრინცი ხუან ბაგრატიონი და ბენჟამინ ვან ოუდენჰოვე ხელმძღვანელობენ, ბელგიის 15-მდე წამყვანი ბიზნესკომპანიის პირველ პირებს აერთიანებს. მათ შორის არიან 142 კომპანიის მფლობელი NOVO BELGIUM HOLDING-ის წილის მფლობელი დომინიკ ჯანე; პრინცი ლეონელ დე მეროდე; ქიმიკატების, ლოჯისტიკისა და უძრავი ქონების სფეროში მომუშავე DOMO Group-ის მფლობელები ჟან დე კლერკი და გრეგორი კლერკი; ბრიუსელის Field Fisher Waterhouse LLP-ის პარტნიორი და კონსულტანტი ენერგეტიკის სფეროში დავიდ ჰავერბეკე; DEME Group-ის ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის დირექტორი დირკ პოპე; DEME Group-ის წარმომადგენელი ჟან-პიერ დესმანეტი; კომპანია DEME Environment-ის დირექტორი მიე დე ვიტი; BV Capital Partners-ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი ჰანს ვანოორბეკი; ლუქსემბურგში მოღვაწე კერძო კლიენტების აქტივების მენეჯერი და ინვესტორი ნიკოლას სოფრონისი; კერძო ინვესტორები - პიერ-ივეს ანდრე და ვლადიმერ კარდონი; კომპანია Cee Lou International-ის წარმომადგენელი კაროლინ ფარლეი; Athena Security Implementations Ltd-ის აღმასრულებელი დირეტორი ომერ ლავივი და Aisha Steel Mills Limited-ის თანადამფუძნებელი, დირექტორი ჰასიბ რეჰმანი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია