დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია - საავადმყოფოების ტერიტორიები დატაცებულია
ავტორი:
2014/აპრილი/16 23:30:03
კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს საჯარო დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნებიდან" აცნობეს, დებატების თემა "ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება" იყო.
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოხსენებაში შეშფოთება გამოხატა თბილისის პარკებსა და სკვერებში მწვანე ნარგავების განადგურების და გაუგებარი ნებართვების საფუძველზე დაწყებული მშენებლობების გამო, რაც, მისი თქმით, მხოლოდ კერძო ინტერესებს ემსახურება. რაც შეეხება საავადმყოფოების ტერიტორიებს, ნარმანიას თქმით, ისინი უბრალოდ დატაცებულია და სამშენებლო ობიექტებადაა გადაქცეული. მაგალითად მან ყოფილი ფსიქიატრიული და ინფექციური საავადმყოფოების, ასევე ფიზიკის ინსტიტუტის ეზოები მოიყვანა.
გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი თბილისის სატყეო მეურნეობის ფონდში არსებულ ფართობებთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საკუთარი ხედვა წარმოადგინა ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარებაზე, რეკრეაციული ზონების გამოყოფა-მოვლაზე, მდინარეების დასუფთავებაზე, ქარსაცავი ზოლების შექმნაზე, სასმელი წყლისა და მდინარეების მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ნაგავსაყრელებზე არსებულ ვითარებაზე და ვრცლად ისაუბრა პრობლემების გადაჭრის გზებზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1162
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია