დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ყველა თაობა საქართველოსთვის" პროკურატურას მიმართავს
ავტორი:
2014/აპრილი/16 09:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" პროკურატურას მიმართავს, შეისწავლოს თბილისის საბავშვო ბაღებში ჩატარებული ოპტიმიზაციის კანონიერება და ამ პროცესში გამოვლენილი დარღვევები.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ, პირადი ინეტრესებიდან გამომდინარე, სკოლამდელი აღსაზრდელები ბაგა-ბაღს მიღმა დატოვა.
"დიდი პრობლემა შეიქმნა სკოლამდელ აღსაზრდელთა დაწესებულებებში მას შემდეგ, რაც მოხდა ბაღის შენობების ფუნქციის შეცვლა და გაუქმება. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, 2007 წლამდე თბილისის მასშტაბით ფუნქციონირებდა 200-მდე საბავშვო ბაღი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ქალაქ თბილისის ბრალდებულმა, ყოფილმა მერმა, გიგი უგალავამ ბაღის შენობებს შეუცვალა სამართლებრივი ფორმა და ისინი გაურკვეველი "სასადილოების" ფუნქციით დატვირთა. გადაკეთებული შენობები კი დღემდე არ ფუნქციონირებს", - ნათქვამია განცხადებაში.
"ყველა თაობა საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ აშკარაა, ამ დანაშაულებრივი ქმედებიდან გამოწვეულმა არასწორმა ოპტიმიზაციამ პრობლემა შეუქმნა სკოლამდელ აღსაზრდელებს, რომელთა ნაკადმაც საგრძნობლად იმატა მას შემდეგ, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ მათი დაფინანსება უზრუნველყო. ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე ჯგუფებში, აღსაზრდელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ავტომატურად უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობასა და განათლებაზე, ვინაიდან ყოვლად დაუშვებელია ერთ ჯგუფში იყოს 40-45 ბავშვი.
"კვლევიდან გამომდინარე დადგინდა, რომ იმდროინდელმა მერიამ, ერთი დადგენილებით, ერთდროულად, მთელი ქალაქის მასშტაბით უკანონოდ გაათავისუფლა ბაგა-ბაღების დირექტორები (2007 წლის, 19 ოქტომბრის დადგენილება N22.24.726), ხოლო მათ ნაცვლად პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მიკერძოებულად დაინიშნენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და თანამდებობის პირთა ნათესავები. ჩვენი ორგანიზაციის სახელით მივმართავთ და მოვუწოდებთ პროკურატურას, გამოიძიოს აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით არსებული დარღვევები, ხოლო საბავშვო ბაღები დაუბრუნდეს ბავშვებს", - აღნიშნულია "ყველა თაობა საქართველოსთვის" განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 13.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე გია სალუქვაძე საბავშვო ბაღის პედაგოგებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია